About Us | ჩვენს შესახებ

 

COMPLETE-PHARMA -საკვებ დანამატების მწარმოებელი  ფინური ფარმაცევტული კომპანიაა. კომპანიის ქარხნები მდებარეობს ტაილანდში და აღჭურვილია თანამედროვე ფარმაცევტული დანადგარებით. წარმოების პროცესი შეესაბამება  GMP სტანდარტს (Good Manufacturing Practices),  წარმოებაში გამოყენებული ფარმაცევტული ინგრედიენტების ხარისხი აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია ასევე ატარებს მუდმივ კვლევით სამუშაოებს, ტესტირებებს იმ  ნუტრიციოლოგიური კომპონენტების ფორმულირებისთვის და დანერგვისათვის , რომლებმაც შეიძლება გააუმჯობესონ მომხმარებლის ჯანმრთელობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევებს და ვიყენებთ ყველა შესაძლო ცოდნას, რათა შევქმნათ  უფრო სრულყოფილი და ეფექტური პროდუქტები.

 

ჩვენი პროდუქტების თითოეული კომპონენტი კლინიკურად აპრობირებულია ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. კომპანია მუშაობს ფარმაცევტული ინგრედიენტების საიმედო მომწოდებლებთან  აშშ-დან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან. მაღალი ხარისხის ინგრედიენტების დიდი არჩევანი  საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უმაღლესი კლასის და ხარისხის პროდუქცია, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება მომხმარებლისთვის.

 

თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერების უახლესი მიღწევების გაერთიანება  აღმოსავლეთ აზიური მედიცინის ტრადიციულ ცოდნასთან, ჩვენ კომპანიას აძლევს საშუალებას იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული წარმოება.

 

ჩვენ,  „COMPLETE –PHARMA“ -ს თანამშრომლებს გვჯერა, რომ სიტყვა "ჯანმრთელობა" არ უნდა იყოს  სარეკლამო კამპანიის ნაწილი, არამედ უნდა იყოს  ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ მედიცინის მამის - ჰიპოკრატეს ძირითად პრინციპებს.

ჩვენი კომპანიის კრედოც სწორედ ჰიპოკრატეს  ერთ-ერთი ფრაზაა:

 

 “Let your food be your medicine, and your medicine be your food" 

"დაე, თქვენი საკვები იყოს თქვენი წამალი,

და თქვენი წამალი იყოს თქვენი საკვები. "

 

Copyright © 2017 Complete-Pharma.com. All Rights Reserved